ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სვამს  დიაგნოზს, მკურნალობს და პრევენციას უკეთებს ყურის, ცხვირის, ხახის და ხორხის დაავადებებს. ზოგიერთი სპეციფიკური მდგომარეობა, რომელსაც ოტოლარინგოლოგები მკურნალობენ, მოიცავს ყურის ინფექციებს, სმენის დაქვეითებას, ტინიტუსს, ვერტიგოს, ალერგიას, სინუსიტს, ცხვირის პოლიპებს, ძგიდის გადახრილობას, ტონზილიტს, ძილის აპნოეს, ხმის დარღვევასა და თავისა და კისრის კიბოებს. 

ოტორინოლარინგოლოგი (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია მიიღოს როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები. ყურებთან, ცხვირთან და ყელთან დაკავშირებული პრობლემებით. მასთან პაციენტები მოდიან აღნიშნული ორგანოების პათოლოგიური მდგომარეობისა და დაავადებების ფართო სპექტრით.

კლინიკა სტატუსის ოტოლარინგოლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალვალიფიციური ექიმებით, კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც ხელს უწყობს დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და სრულყოფილ მკურნალობას.

თუ დაავადება შორს წასულ ფორმაშია, შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობის ჩატარება: ცხვირის წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია; პოლიპების მოცილება; ცხვირის ძგიდის გასწორება, ადენოტომია, ტონზილექტომია, ტიმპანოპლასტიკა და ა.შ.

  • ყელ-ყურ-ცხვირის მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • პათოლოგიური და ქრონიკული დაავადებები
  • ყურიდან გოგირდის საცობის ამოღება
  • გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის ამოღება
  • ცხვირის წინა ტამპონადა
  • ცხვირიდან უცხო სხეულის ამოღება
  • პროცედურები ცხვირის დანამატ ღრუებზე
  • ტიმპანომეტრია - შუა ყურის დიაგნოსტიკური ანალიზი

კლინიკა სტატუსში ოტორინოლარინგოლოგიის სერვისი, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.

service