სერვისები
ყველა სერვისი
პრემიუმ კლასის კლინიკა საქართველოში
ოტორინოლარინგოლოგია
კლინიკა სტატუსში ოტორინოლარინგოლოგიის სერვისი, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.
ჰემატოლოგია
კლინიკა სტატუსში ჰემატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც ექიმთა და ექთანთა პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობაზე და აწვდის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას.
ლაბორატორია
ლაბორატორიული კვლევები სრულდება უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ლაბორატორიის პროფესიონალთა გუნდის მიერ, ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით, რაც განაპირობებს კვლევის უზუსტეს შედეგებს.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა
კლინიკა სტატუსში რენტდგენოგრაფიის კვლევა ტარდება სტანდარტულ ან საჭიროებისამებრ დამატებით პროექციებში. კვლევის შემდეგ პაციენტს გამოკვლევის შედეგი ეძლევა დასკვნის სახით.
კომპიუტერული ტომოგრაფია - კტ (CT)
კლინიკა სტატუსში დაგხვდებათ Toshiba AQUILION RXL 160 slices. ეს არის მესამე თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელსაც 160 შრე აქვს, რაც მას სხვა ტომოგრაფებთან შედარებით რიგ უპირატესობებს ანიჭებს, ესენია: მაღალი გარჩევადობა, რომელიც უზრუნველყოფს 0.1-0.3 მმ სიზუსტეს. სკანირება 2-3-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ერთ ბრუნვაზე აპარატი 160 შრეს ერთდროულად ასკანირებს, რაც ასევე 75%-ით ამცირებს პაციენტის დასხივების დოზას.
ბავშვთა ფსიქოლოგია
კლინიკა სტატუსი გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციას. პაციენტებს მოემსახურებათ ფსიქოლოგი,საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსი (IBA)- გვანცა ჩვამანია, რომელიც არის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორანტი და მოწვეული პედაგოგი. იგი ასევე ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის სერთიფიკატის მფლობელი და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის თანადამფუძნებელია.