ლაბორატორია

ლაბორატორია

კლინიკა სტატუსის ლაბორატორიის პრიორიტეტია სტაბილურად და ხარისხიანად უპასუხოს პაციენტის მოლოდინებს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მუდმივად  სთავაზობს ახალ სერვისებს, ინერგება  უახლესი ტექნოლოგიები. 

ლაბორატორიული კვლევები სრულდება  უახლესი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიონალთა გუნდის მიერ, ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით, რაც განაპირობებს კვლევის უზუსტეს შედეგებს.

ლაბორატორიაში სრულდება ჰემატოლოგიური ტესტები, რომლის მიზანიცაა სისხლისა და სისხლის დარღვევების შესწავლა. ჰემატოლოგიურ ტესტებს მიმართავენ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების, დაავადებათა დიაგნოსტიკის, პროგრესირების მონიტორინგის და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით. აღნიშნული ტესტები გვეხმარება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთებითი პროცესები, ჰემოფილია, სისხლის შედედების დარღვევები და ლეიკემია.

ასევე კლინიკის ლაბორატორიაში შესაძლებელია უსწრაფესი მეთოდიღ ABL9 სისხლის გაზების ანალიზატორით მიიღოთ შედეგი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის, ასევე ჟანგბადისა და ელექტროლიტების სტატუსზე. უმოკლეს დროში თქვენ გექნებათ საჭირო ინფორმაცია სწრაფი კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

 

service