კომპიუტერული ტომოგრაფია - კტ (CT)
კომპიუტერული ტომოგრაფია კტ (CT) არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს რენტგენის სხივებზე დაფუძნებულ კვლევას. მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით, კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი საშაუალებითაც დიაგნოსტიკის პროცესი გამარტივებულია.
განსაკუთრებით ინფორმატიულია ძვლების, შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების (როგორც მაგისტრალური, ასევე მცირე კალიბრის) შეფასებისთვის. კვლევის მოკლე დროის გამო, კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელი კვლევაა ემერჯენს მდგომარეობებში და გამოიყენება თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს შესაფასებლად.
CТ ასევე საშუალებას იძლევა კვლევები ჩატარდეს იმ შემთხვევებში, როცა სხვა მეთოდები, როგორიცაა რენტგენი ან ულტრაბგერითი გამოკვლევა, არასაკმარისად ინფორმაციულია.
პროცედურის ხანგრძლივობა
- ჩვეულებრივი CТ: 5–10 წუთი;
- CТ კონტრასტით: 20–40 წუთი, კონტრასტული ნივთიერების შეყვანის ჩათვლით.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CТ) მუშაობს რენტგენული დასხივების საფუძველზე და მისი ჩატარება უნდა დაინიშნოს მკურნალი ექიმისგან, რომელიც აფასებს ყველა რისკს და სკანირების ჩატარებიდან მიღებულ სარგებელს.