რენტგენოლოგიური გამოკვლევა
რენტგენოლოგიური გამოკვლევა ერთერთი საკმაოდ ინფორმატიული მეთოდია მედიცინაში, რომელიც გამოიყენება მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას გამოიყენება რენტგენის სხივები, რომელიც ქსოვილებში გავლისას სხვადასხვა ხარისხით შთაინთქმება და მიიღება გამოსახულება სპეციალურ ეკრანზე (რენტგენოსკოპია) ან რენტგენოგრაფიულ (რენტგენოგრაფია) ფირზე.
რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ბუნებრივი კონტრასტულობის წყალობით სპეციალური მომზადების გარეშე შესაძლებელია მოხდეს ძვლების, სახსრების, ფილტვების, გულისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს გამოკვლევა.
